აირჩიეთ ტერიტორია
მოდული, რომელიც შესაფერისია ყველაზე პატარებისთვისაც. ვიზუალური ბლოკებით პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაცია Tynker-ში სახალისო და გასართობი იქნება.
თქვენი შვილი გადადგამს პირველ ნაბიჯებს IT სამყაროში - სახალისო გზით გაეცნობა პროგრამირების საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს, ისწავლის ხატვას და შექმნის ანიმაციას, შექმნის საკუთარ თამაშს ან მულტფილმს. მოდულის დასრულების შემდეგ შეეძლება გადასვლა უფრო მოწინავე პროგრამირების ენების, Python-ისა და JavaScript-ის შესწავლაზე.
მოდულის ხანგრძლივობა - 1,5 თვე
ასაკი - 6 წლიდან
Tynker - მთელ მსოფლიოში ცნობილი სასწავლო პლატფორმა პროგრამირების უნარების განვითარებისთვის, რომელიც ეხმარება ბავშვებს ტექნოლოგიებისადმი ინტერესის გაზრდაში. თქვენი შვილი გაეცნობა კოდირების ძირითად ცნებებს სახალისო სათამაშო გარემოში როგორებიცაა: თანმიმდევრობა, გამეორება და პირობები. გაკვეთილები არის ინტერაქტიური და მოიცავს სავარჯიშოებს, ქვიზებს, სიუჟეტურ თავსატეხებსა და პრაქტიკულ აქტივობებს ფუნქციური აპლიკაციების, თამაშების, ისტორიებისა და ანიმაციების შესაქმნელად.
"ვიზუალური ასისტენტი Tynker" მოდულის თავისებურებები და კიბერ სკოლაში სწავლის უპირატესობა
Tynker-ის ვიზუალური პროგრამირების კურსი ბავშვებისთვის საერთაშორისო კიბერ სკოლაში შედგება 8 გაკვეთილისგან, რომლებსაც ატარებენ ჩვენი IT ტექნოლოგიების სფეროში პრაქტიკოსი კრეატიული მასწავლებელ-დამრიგებლები. ბავშვები მარტივი და გასაგები გზით, სხვადასხვა „ვიზუალური“ ბლოკების გადაადგილებით (drag-and-drop მექანიკა), გაეცნობიან „რეალური“ პროგრამირების მთავარ იდეებს. ისინი ადვილად დაეუფლებიან კოდებთან მუშაობის უნარებს პროგრამების შესაქმნელად, ისწავლიან მიზნების დასახვასა და მიღწევას.
გაითვალისწინეთ, რომ Tynker არის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც იყენებენ სკოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კარგი ვიზუალიზაცია და შესრულების სიმარტივე მას ყველა ასაკის ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ბავშვებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა-ბრძანების დამახსოვრება სჭირდებათ.
საქართველოს კიბერსკოლის, KIBERone-ის ბაზაზე ბავშვებს Tynker-ის პლატფორმაზე მუშაობა საშუალებას აძლევს გაიგონ Swift, JavaScript და Python პროგრამირების ენების ლოგიკა. ბავშვებს გაუადვილდებათ აღნიშნული ენების სწავლა. თქვენს შვილს ვასწავლით Tynker-ის ბლოკების დაწყობით, თავსატეხების ამოხსნით, დამოუკიდებლად კოდების აწყობით აითვისოს პრობლემების გადაჭრა თანმიმდევრული ნაბიჯებით და საბოლოოდ შეძლოს პროგრამის გამართვა.
Tynker-პროგრამირების გაკვეთილებზე ბავშვები:
მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩვენი დამრიგებლები მუშაობენ ბავშვების ინტერესზე, ამოტივირებენ პროექტის აქტივობებისთვისა და პროგრამირების ენების შემდგომი შესწავლისთვის. კიბერ სკოლაში Tynker-ის პროგრამირების სწავლისას ბავშვები: